Wednesday, 7 April 2010

Cat fight ! cat fight! Pink vs Beyonce




        "ბიონსე კახპაა .. ვიმედოვნებ რომელიმე ცხოველი ნამდვილად უკბენს უკანალზე. როდესაც სახელგანთქმული ხარ და ხალხი გიყურებს , უნდა იფიქრო იმაზე რა შეტყობინებას უგზავნი მათ , ხალხი იფიქრებს ცხოველის ბეწვის ტარება მაგარია , არა და ეს ასე არ არის " - ფინქი არასდროს ყოფილა ისეთი პოპ - ვარსკვლავი , რომელიც ენას კბილს დააჭერდა , და იმას არ იტყოდა რასაც ფიქრობს ... იგი ცნობილია ისეთი ადამიანების გაკრიტიკებით როგორიცაა ექს - პრეზიდენტი ბუში , ან თუნდაც კანიე უესტი. შემდეგი მსხვერპლი "ცხოველის ბეწვით შემოსილი" ბიონსე აღმოჩნდა . ერთ- ერთ კონცერტზე , ფინქმა თავისი ჰიტის შესრულებისას (Stupid Girls) დასცინა ბიონსეს , იგი სცენაზე ბიონსეს მაგვარი თმებით ,და გრძელი კაბით გამოვიდა , როგორც ჩანს ფინქი ფიქრობს რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მომღერალი (ბიონსე) , სულელი გოგონაა. : )) 
      როგორც ჩანს ზუსტად ასეთი სახის ომებია გავრცელებული მუსიკალურ ინდუსტრიაში. : )) 
     ჩემის აზრით ფინქი სწორად მოიქცა როდესაც ბიონსე გააკრიტიკა , შეიძლება ასეთი გზით ეს სწორი არც იყო , მაგრამ ვთვლი რომ ეს მისი მოვალეობაა , იგი ხომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ცოხველთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის წევრია (PETA).

Sunday, 4 April 2010

ვინ იფიქრებდა?

არ დაიჯერებთ , არც მე მჯეროდა სანამ ყველაფერი არ გავქექე და ბოლოს რიკი მარტინის
ოფიციალურ ვებ გვერდზე არ აღმოვჩნდი ... ბევრს აღარ გავაგრძელებ და სტატიას შემოგთავაზებთ, ოღონდ ინგლისურად , დარწმუნებული ვარ ყველამ იცით ინგლისური , თუ არ იცით ბოლო ფრაზას მაინც გაიგებთ... ხოდა მთავარიც ეგაა ( :D )
" A few months ago I decided to write my memoirs, a project I knew was going to bring me closer to an amazing turning point in my life. From the moment I wrote the first phrase I was sure the book was the tool that was going to help me free myself from things I was carrying within me for a long time. Things that were too heavy for me to keep inside. Writing this account of my life, I got very close to my truth. And thisis something worth celebrating. For many years, there has been only one place where I am in touch with my emotions fearlessly and that's the stage. Being on stage fills my soul in many ways, almost completely. It's my vice. The music, the lights and the roar of the audience are elements that make me feel capable of anything. This rush of adrenaline is incredibly addictive. I don't ever want to stop feeling these emotions. But it is serenity that brings me to where I'm at right now. An amazing emotional place of comprehension, reflection and enlightenment. At this moment I'm feeling the same freedom I usually feel only on stage, without a doubt, I need to share. Many people told me: "Ricky it's not important", "it's not worth it", "all the years you've worked and everything you've built will collapse", "many people in the world are not ready to accept your truth, your reality, your nature". Because all this advice came from people who I love dearly, I decided to move on with my life not sharing with the world my entire truth. Allowing myself to be seduced by fear and insecurity became a self-fulfilling prophecy of sabotage. Today I take full responsibility for my decisions and my actions.
If someone asked me today, "Ricky, what are you afraid of?" I would answer "the blood that runs through the streets of countries at war...child slavery, terrorism...the cynicism of some people in positions of power, the misinterpretation of faith." But fear of my truth? Not at all! On the contrary, It fills me with strength and courage. This is just what I need especially now that I am the father of two beautiful boys that are so full of light and who with their outlook teach me new things every day. To keep living as I did up until today would be to indirectly diminish the glow that my kids where born with. Enough is enough. This has to change. This was not supposed to happen 5 or 10 years ago, it is supposed to happen now. Today is my day, this is my time, and this is my moment.
These years in silence and reflection made me stronger and reminded me that acceptance has to come from within and that this kind of truth gives me the power to conquer emotions I didn't even know existed.
What will happen from now on? It doesn't matter. I can only focus on what's happening to me in this moment. The word "happiness" takes on a new meaning for me as of today. It has been a very intense process. Every word that I write in this letter is born out of love, acceptance, detachment and real contentment. Writing this is a solid step towards my inner peace and vital part of my evolution.
I am proud to say that I am a fortunate homosexual man. I am very blessed to be who I am. "
RM

ახლა ვზივარ კომპიუტერთან , ჩამოვარდნილი ყბა ორივე ხელით მიჭირავს , შოკირებულ მდგომარეობაში .. ( :D )

Thursday, 1 April 2010

Jesus Christ - Superstar



     
 

დარწმუნებული ვარ  ყველას ნანახი გაქვთ მიუზიკლი -  " იესო ქრისტე - სუპერვარსკვლავი". ეს არის როკ ოპერა , რომელიც ეფუძნება იესოსა და იუდა ისკარიოტელის კონფლიქტს პოლიტიკურ და ინტერპერსონალურ საკითხებში,  დაპირისპირება  რომელიც ბიბლიაში არ არის აღწერილი .

    სიუჟეტი ძალზედ საინტერესოა. ფილმის შინაარსის თხრობას არ დავიწყებ, მაგრამ  მინდა ავღნიშნო ერთი საინტერესო დეტალი, ფილმის დასაწყისში ნაჩვენებია მსახიობების მზადება ფილმის გადაღებისათვის , სადაც ნათლად ჩანს ყოველი მათგანი , ბოლო სცენაში კი იესოს როლის შემსრულებელი გაუჩინარებულია.

     იესოს მოღვაწეობა განსხვავდება ბიბლიაში აღწერილისაგან : ახალი აღთქმის მიხედვით , იესო განკაცებული ღმერთია , რომელიც მოევლინა ქვეყინერებას და სიკვდილის შემდეგ აღსდგა . ფილმში იესო ადამიანია (და არა ღმერთი) , რომელიც

სიკვდილის შემდეგ არ აღსდგება.  ფილმში დიდი ყურადღება იუდაზეა გამახვილებულია , იგი წარმოდგენილია ტრაგიკულ პერსონად, რომელიც უკმაყოფილოა იესოს შეხედულებებით მომავლის დაგეგმვაზე. იუდას ეშინია რომ იესო დაღუპავს ებრაელ ხალხს.

   1973 წელს გადაღებული ფილმი ნომინირებული იყო ოსკარსა და ოქროს გლობუსზე. იგი გაკრიტიკებულ იქნა , სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობების მიერ. საერთო ჯამში მიუზიკლი საკმაოდ დადებითად იქნა მიღებული.

    ძალიან მიყვარს ეს ფილმი , ყოველთვის სიამოვნებით ვუყურებ გადახვევის გარეშე .ჩემის აზრით,  საუკეთესოა  იუდასა და მარიამ მაგდალინელის არიები. ყველაზე შემზარავი კი ჯვარზე გაკვრის სცენაა.

   

Tuesday, 30 March 2010

დნნ დშნ 2 – ირაკლი ძამუკაშვილი


,,ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი ? “
  ნიჭიერი რომ იწყებოდა ძალიან დადებითად ვიყავი განწყობილი , რატომღაც დარწმუნებული ვიყავი საკმაოდ კარგი გამოვიდოდა , მაგრამ იმედები გამიცრუვდა , სახტად დავრჩი როდესაც ირაკლი ძამუკაშვილი გამოვიდა და იმის მოლოდინში რომ 3 არას დაიმსახურებდა , მეორე ტურში აღმოჩნდა , მეორე ტურიდან კი ნახევარ ფინალში მისი აწ უკვე ჰიტად ქცეული სიმღერით , გულნაზი გოლეთიანისა და მარიამ კახელიშვილის გვერდზე.

  სანამ თემის წერას დავიწყებდი youtube –ზე შევედი და კიდევ ერთხელ მოვუსმინე ბატონი ირაკლის ნამღერს , გავოგნდი ყველაზე მომთხოვნი და მკაცრი ჟიურის წევრის გეგა ფალავანდიშვილის სახის ბედნიერ გამომეტყველებაზე , მაია ასათიანის ცეკვასა და ხალხის ოვაციებზე , იმ ხალხის რომელიც გულნაზი გოლეთიანს ფეხზე წამოუდგა და თვალცრემლიანი უკრავდა ტაშს.
ქართული საზოგადოება რომ დაკნინების გზას ადგას ფაქტია და ამაზე არ ვისაუბრებ, რადგან ეს ჩემი ბლოგის შინაარსს არ შეესაბამება. მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა რომ ისედაც მიწასთანგასწორებულ ქართულ ესტრადას უარესად ნუ გაანადგურებთ , იმის მაგივრად რომ მართლაც ნამდვილ ტალანტებს გავუხსნათ გზა და მივეხმაროთ მათ ქართული ესტრადის აღორძინებაში რას ვაკეთებთ ? დნნ დშნ –ებით ვტვირთავთ მას და უფსკრულისკენ მივაქანებთ სინათლის გავრცელების სიჩქარით.

Sunday, 28 March 2010

Beyonce & Lady GaGa - Telephone - ჩვენი დროის საუკეთესო ვიდეო კლიპი


2010 წლის 15 თებერვალს , გაგას ვებსაიტზე დაიდო ამონარიდი კლიპიდან, მარტში კი უკვე საშუალება გვქონდა 10 წუთიანი კლიპის სრული ვერსია გვენახა . "ეს არის კლიპი რომლითაც გაგამ შეაბიჯა იმ სტრატოსფეროში , სადაც უიშვიათესი პოპ ვარსკვლავები , მაიკლ ჯექსონი და მადონა არიან" - ეს არის MTV -ს ერთ-ერთი წამყვანის განცხადება.

ბევრს არ ეცოდინება რომ ეს სიმღერა გაგამ ( ჯერ კიდევ სტეფანი) ბრიტნი სპირსისთვის დაწერა , მაგრამ ბრიტნიმ დაიწუნა , რის შემდეგაც გაგამ თავად ჩაწერა სიმღერა პოპ ვარსკვალ ბიონსესთან ერთად.
გაგამ განაცხადა რომ კლიპი არის "პაპარაცის" (გაგას სიმღერის) ერთგვარი გაგრძელება . კლიპის შინაარსი ასეთია :

გაგა მოხვდა ციხეში , საიდანაც იგი ბიონსემ გაათავისუფლებინა , შემდეგ ისინი მიდიან სასადილოში სადაც კლიენტებს მოწამლავენ და მთავრდება იმითი რომ გაგა და ბიონსე გაექცევიან პოლიციას .

კლიპს ჰქონდა საკმაოდ დადებითი კრიტიკა. მან დაიკავა პირველი ადგილი უცხოურ ჩარტებში .

იგი შესრულდა გაგას მიერ BRIT Awards _ ze , გამოსვლსი წინ გაგამ განაცხადა რომ დღევანდელი შესრულება ეძღვნება მის აწ გარდაცვლილ მეგობრას.

არ ვიცი საქართველოში რამდენად დიდი მოწონება დაიმსახურა კლიპმა , მაგრამ ის დანამდვილებით ვიცი რომ მე ძალიან მომეწონა . ეს არის შერწყმა გაგას მერკურისებული ვოკალისა და ბიონსეს სამნახევარ ოქტავიანი ხმისა . შეუძლებელია არ მოგეწონოს კლიპი სადაც , ორი უნიჭიერესი პოპ ვარსკვლავი საუკეთესო წარმოდგენას გიჩვენებს.